დაბრუნება და გაუქმება
დაბრუნების და გადაცვლის დამთმობი პოლიტიკა
შენი კმაყოფილება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ამიტომ, თუ საპონერიას რომელიმე პროდუქტით მოხიბლული და ბედნიერი არ ხარ, ან შენკს კანს არ შეესაბამება, შეგიძლია გადაცვალო ნებისმიერი ნაწარმი, ან საჩუქარი. მიანდე ჩვენს ფერიებს შესაბამისი პროდუქტის შერჩევაში დახმარება, რომელიც აუცილებლად მოგეწონება!
თუ თანხის უკან დაბრუნება გირჩევნია, არც ამაზე იდარდო; უბრალოდ, მოგვიტანე პროდუქტი და ჩეკი ჩვენს ოფისში (თბილისი, დ. არაყიშვილის 8).
შეკვეთის გაუქმების მაქსიმალური ვადა
შესაძლებელია შეკვეთის გაუქმება იქამდე, ვიდრე კურიერი ჩაგაბარებს. შეკვეთის თანხა საბანკო ანგარიშზე დაგიბრუნდება. ამისთვის დაგვიკავშირდი ტელეფონის ნომერზე: +995 (593) 254 421
დაზიანებული ნაწარმი
თუ წარმოების ნაკლი ან წუნი აღმოაჩინე პროდუქტში, დაგვიკავშირდი და მას აუცილებლად გადაგიცვლით.
თუ ნაწარმი გამოყენებულია ან დაზიანებული არა ჩვენი მიზეზით, ის არ იცვლება სხვა პროდუქტში და არ ხდება უკან დაბრუნება.
დაგვიკავშირდი
ელ. ფოსტა: hello@saponeria.ge
ტელეფონი: +995 (593) 254 421