აქ ბუნებრივი ინგრედიენტებით და მცენარეების ექსტრაქტებით ვამზადებთ კანისთვის სასარგებლო საპნებს და თავის მოვლის სხვადასხვა ნაწარმს
ვიყენებთ დაბალანსებულ რეცეპტებს და ჰოლისტიკურ მიდგომას, არა მხოლოდ კანისა და თმის გასაჯანსაღებლად, ასევე საკუთარი თავის შეყვარებისა და განებივრებისთვის.
ფილოსოფია
საპონერია ქართული კოსმეტიკის მწარმოებელი ეკო-მეგობრული ბრენდია, სადაც მთავარი ღირებულება, ურთიერთ ზრუნვაა.
ყოველი ნაწარმი საკუთარ თავთან დაახლოებას, შეყვარებას და მოვლას ემსახურება. ჩვენი მიზანია, ადამიანებს დღესასწაულად ვუქციოთ სტრესული დღეები და ამისთვის ძალისხმევას არ ვიშურებთ. ვთვლით, რომ ყველას აქვს უფლება, უყვარდეს და იყოს ის, ვინც არის.
საპონერიას ფერიებს სიყვარულისა და მშვენიერების განსაკუთრებული აღქმა და ადამიანებისა თუ მცენარეების შინაგანი სამყაროს დანახვის უნარი აქვთ. სჯერათ მისტიური გზებით სურვილების ახდენის, მათ დამზადებულ ნაწარმს კი შეუძლია, ზღაპრულ სამყაროში გადაგიყვანოს და ამ გზაზე გადადგმულ თითოეულ ნაბიჯზე, ჯადოსნური მომენტები განგაცდევინოს
გაიცანი საპონერიელები
ანა კაჭკაჭიშვილი
დამფუძნებელი, დიზაინერი
კესო გრძელიშვილი
წარმოების მენეჯერი
გვანცა ცუცქირიძე
მომხმარებლებზე ზრუნვის მენეჯერი
ანკა ვერულაშვილი
ფინანსური მენეჯერი
მარი შანთაძე
გაყიდვები, მომხმარებლებზე ზრუნვა
თიკო თავართქილაძე
გაყიდვები, მომხმარებლებზე ზრუნვა
თამარ ციცქიშვილი
წარმოების ასისტენტი
გურამ ცანავა
საკურიერო, მომარაგება
ირინა პაიჭაძე
ედვერთაიზერი
ამირან ჯიმშერაშვილი
ქოფირაითერი
ლევან ზერეკიძე
გრაფიკული დიზაინერი
ნიკა გვრიტიშვილი
მარკეტინგი, კონტენტ სტრატეგიები
წარმოება
ნაწარმის დამზადებისთვის, მცენარეების ორგანულ ზეთებთან და ექსტრაქტებთან ერთად, უხეში ქიმიკატების ნაცვლად, ჰიპოალერგიულ და ნაზ, ბუნებრივი წარმომავლობის, ტექნოლოგიურად დამუშავებულ ინგრედიენტებს ვიყენებთ, რაც რეცეპტებს უფრო დაბალანსებულს და პროდუქტებს უფრო სასიამოვნო გამოსაყენებელს ხდის. შემადგენლობა 100%-ით ბიოდეგრადირებადია და უსაფრთხოა გარემოსთვის.
შეფუთვა მინიმუმამდე გვაქვს დაყვანილი და ვცდილობთ, გარემოს ზიანი შევამციროთ, რადგან კოსმეტიკის ინდუსტრია ერთ ერთი წამყვანია გარემოს დაბინძურების კუთხით. ჩვენი მიზანია, კოსმეტიკის წარმოება უფრო ეთიკური გავხადოთ და ამისთვის ბიოდეგრადირებად, ბუნებრივ მასალას და ვეგეტარიანულ, ორგანულ ნედლეულს ვიყენებთ.
წარმოება თბილისში, დიმიტრი არაყიშვილის 8-ში მიმდინარეობს, რაც მაღაზიის ვიტრაჟიდან პროცესის ყურების საშუალებას იძლევა. ამ ყველაფრის ნახვა ჩვენს ონლაინ პლატფორმებზეც შეგიძლია, ამიტომ გამოგვყევი და დატკბი ამ საოცრად ლამაზი და საინტერესო პროცესით!