მაღაზია

საპონერიაში გვიყვარს
ცოდნის გაზიარება

ჩვენს სურნელოვან საწარმოს ხშირად სტუმრობენ სკოლებიდან და ბევრს ვსაუბრობთ ხარისხიანი პროდუქტის და მომსახურების შექმნაზე.

მეწარმეობის სწორი ღირებულებების და ურთიერთ ზრუნვაზე დაფუძნებული მარკეტინგული რჩევების გავრცელება, ქმნის ადამიანების პრობლემების გადაჭრის უფრო ბუნებრივ და ეთიკურ გზებს ჩვენს საზოგადოებაში.

საწარმოს ვორქშოფში ბუნებრივი ინგრედიენტებით ერთად ვამზადებთ კანისთვის სასარგებლო საპნებს და თავის მოვლის სხვადასხვა ნაწარმს. 

დაჯავშნე და შემოგვიერთდი შემეცნებით, სახალისო და მაგიურ მზადებაში!

საგანმანათლებლო ექსკურსია

ხელნაკეთ წარმოებაში გამოცდილების გაზიარება, ნებისმიერი ასაკის მსმენელისთვის საინტერესოა. ამ ექსკურსიაზე ვსაუბრობთ ბიზნესის სწორი ღირებულებების, შემადგენელი კომპონენტების, ხარისხიანი ნაწარმის შექმნის და სწორი რეალიზაციის შესახებ. 

ერთად შევქმნით შუშხუნა აბაზანის პროდუქტებს და გაეცნობიან მცენარეული კოსმეტიკის დამზადების ჯადოსნურ ქიმიას, წარმოების მეთოდებს და სწორი მეწარმეობის პრინციპებს.

ვისაუბრებთ ბიზნესზე, მის შექმნასა და გაზრდაზე, მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვზე, პროდუქტის დიზაინზე, სწორი მარკეტინგის პრინციპებსა და ბრენდირების მნიშვნელობაზე.

ჩატარების დღეები: პარასკევი და შაბათი

ღირებულება: 10 ლარი ერთ მოსწავლეზე

აბაზანის ბომბის ვორქშოფი

აბაზანის ბომბი ფერადი და სურნელოვანი ბურთულაა, რომელიც აბაზანაში ჩაგდებისას, წყალს კანისთვის სასარგებლო კარაქებით ამდიდრებს. მისი დამზადება ხელოვნებაა, პროცესი კი, ინფორმაციული, საინტერესო და თერაპიული.

სტუმრები სხვადასხვა ბუნებრივი მასალით დაამზადებენ აბაზანის ბომბს, კოსმეტიკური საღებავებით და ზეთებით შექმნიან პროდუქტის დიზაინს და შეურევენ სამკურნალო მცენარეებს.

გაგიზიარებთ ცოდნას მცენარეული კოსმეტიკის დამზადების ჯადოსნურ ქიმიის, ჰერბოლოგიის, არომათერაპიის და პროდუქტის დიზაინის პრინციპების შესახებ.

ღირებულება: 50 ლარი ერთ მონაწილეზე

მონაწილეების მაქსიმალური რაოდენობა: 5

მცენარეული საპნის ვორქშოფი

საპნის დამზადება მეცნიერება და ხელოვნებაა, სახალისო და თერაპიული პროცესით.

ვორქშოფის სტუმრები დაამზადებენ ხელნაკეთ საპონს Melt & Pour მეთოდით, კოსმეტიკური საღებავებით და სურნელოვანი ზეთებით შექმნიან თავისი საპნის დიზაინს, შეარჩევენ ბუნებრივ დანამატებს და სამკურნალო მცენარეებს. საბოლოო პროდუქტი შემქმნელის საკუთრებაა.

გავეცნობით ნატურალური საპნისა და მცენარეული კოსმეტიკის დამზადების ჯადოსნურ ქიმიას, ჰერბოლოგიას და არომათერაპიას, წარმოების მეთოდებს და პროდუქტის დიზაინის პრინციპებს.

ღირებულება: 50 ლარი ერთ მონაწილეზე

მონაწილეების მაქსიმალური რაოდენობა: 5

ვორქშოფები ჩვენს გამჭვირვალე საწარმოში ტარდება მისამართზე:  თბილისი, დ არაყიშვილის 8

Scroll to Top