საპონი “ქენდი”
ნატურალური საპონი სიყვარულის სურნელით და თეთრი თიხით, სხეულისა და ხელის კანის ყოველდღიური მოვლისა და დატენიანებისთვის.
- აფროდიზიაკი ზეთების ბლენდი ამშვიდებს და აბალანსებს კანს, აცხრობს გაღიზიანებას, ანთებას, ხელს უწყობს შეგრძნებების გაღვიძებას და საკუთარ თავთან დაახლოებას.
- თეთრი თიხა ნაზად აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს და ტოქსინებს.
- საპონირებული ზეითუნის და ქოქოსის ზეთები ქმნიან კრემოვან საპონს, რაც კანს უფრო რბილს და ელასტიურს ხდის.
- თითოეული ნაჭერი უნიკალური და ხელნაკეთია, დამზადებულია საქართველოში.
22,00 ₾