მაღაზია

ხშირად დასმული კითხვები

რა არის საპონერია?

საპონერია ქართული კოსმეტიკის ეკო-მეგობრული ბრენდია. ჩვენ შევქმენით პირველი გამჭვირვალე საწარმო საქართველოში კოსმეტიკის მიმართულებით, სადაც ბუნებრივი ინგრედიენტებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით ვამზადებთ კანისთვის სასარგებლო საპნებსა და სხვადასხვა თავის მოვლის ნაწარმს. ამ ჯადოსნური პროცესით მაღაზიიდანვე შეგიძლია დაკტბე.

სად არის საპონერიას მაღაზია?

საპონერიას გამჭვირვალე საწარმოს და მაღაზიის მისამართია: თბილისი, სიონის 8 (ძველი თბილისის ქარვასლა)

ჩვენს გაზაფხულის ფილიალს შემდეგ მისამართზე იპოვნი: თბილისი, გაზაფხულის 6 (დელისის მიმდებარედ)

ფილიალებში შეგიძლია ააწყო ინდივიდუალური ნაკრები, მიიღო ამომწურავი კონსულტაცია შენთვის საინტერესო საკითხებზე, შეარჩიო შენი კანისთვის განკუთვნილი პროდუქტები და დასაჩუქრდე ნატურალური საპნების ტესტერებით, რომელიც საპონერიაში ყველასთვის უფასოა!

რა გამოარჩევს სხვებისგან?

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ესთეტიკა და ხარისხია, მათი ყველა შესაძლო გაგებით. ხარისხის კონტროლს უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ, პირველ რიგში, მსოფლიოს ბაზარზე ნარჩევი საუკეთესო ინგრედიენტებით და სამედიცინო პროტოკოლებზე დაფუძნებული, ჰოლისტიკურად დაბალანსებული რეცეპტებით. წარმოებისას უმნიშვნელოვანესია გავითვალისწინოთ, რომ პროდუქტმა მომხმარებელს არა მხოლოდ უნდა არგოს, არამედ ამავე დროს ბედნიერება მიანიჭოს, ამიტომ მის დიზაინს, სურნელს, ფაქტურას და გამოყენების კომფორტულობას დიდი ყურადღება ეთმობა

საპონერიას თანამშრომლები მუდმივად გადიან ტრენინგებს მომხმარებელზე უანგარო ზრუნვასა და დეტალურ, ამომწურავ კონსულტაციაში. ვცდილობთ, რეალურად მივანიჭოთ ადამიანებს ბედნიერება და ყველა შესაძლო გზით ვაგრძნობინოთ, რამდენად მნიშვნელოვანნი არიან ისინი.

შეიცავს თუ არა ქიმიკატებს?

საპონერიას ნაწარმი მზადდება ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა და ბიოდეგრადირებადი ინგრედიენტებით, არ შეიცავს ქიმიკატებს და უხეშ, ხელოვნურ დანამატებს. თითოეული პროდუქტის რეცეპტი მაქსიმალურად ბუნებრივია და ოპტიმიზირებულია შესაბამის კანის ტიპსა და პრობლემაზე.

ვეგანურია თუ არა?

ჩვენი პროდუქტებიდან თითოეული მათგანი ვეგეტარიუანულია, ცხოველური ინგრედიენტებიდან ვიყენებთ მხოლოდ კეფირს (საბავშვო საპონში) და ფუტკრის ცვილს (ტუჩის ბალმებსა და სახის საპნებში, მისი კანისთვის სასარგებლო და საპნის გამამყარებელი თვისებების გამო). თითოეული ინგრედიენტი და რეცეპტები შერჩეულია ეკო-მეგობრულობის პრინციპით.

ჩვენი ნაწარმის 100% ვეგეტარიანულია და ვეგანურია მათი 91%.

ალერგიულია თუ არა?

საპონერიას ნაწარმის რეცეპტები მზადდება მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებით და ამავე დროს, ჰოლისტიკური გაჯანსაღების პრინციპებით, რაც ბუნებასთან ჰარმონიულ მედიცინას გულისხმობს. ჩვენი პროდუქტები ჰიპოალერგიულ ბაზაზე და რეცეპტზე მზადდება, ბუნებრივი დანამატებით. ბუნება კი, უამრავ სამკურნალო საშუალებას გვთავაზობს, თუმცა მათში გვხვდება მცენარეების სხვადასხვა ნაწილაკებიც, რაც შესაძლოა ალერგენი იყოს ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმისთვის. თუ ჩვენი რომელიმე პროდუქტის გამოყენებისას კანის ოდნავ შესიებული შეწითლება და ქავილი შენიშნე, ესე იგი, ლოკალური სენსიბილიზაცია განვითარდა რომელიმე კომპონენტის მიმართ და ამ დროს რეკომენდირებულია, აღარ გამოიყენო ეს პროდუქტი.

როგორ ხდება შეძენა?

შესაძენად ესტუმრე მაღაზიის გვერდს, ან გამოიყენე ძებნის ველი და შეარჩიე შენთვის სასურველი პროდუქტი ან ნაკრები, დაამატე კალათაში და მარტივი პროცედურით შეძლებ შეკვეთის განთავსებას. გადახდა შეგიძლია როგორც ონლაინ, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით ჩაბარებისას. ადგილზე მიტანის პოლიტიკის გვერდი დაგეხმარება, გაეცნო უფასო მიტანის პირობებს და სხვა დეტალებს.

როგორ შევუკვეთო თბილისში?

თბილისში ადგილზე მიტანის სერვისი უფასოა 50 ლარს ზემოთ შენაძენზე. უბრალოდ განათავსე შეკვეთა კალათის გვერდიდან, მიუთითე სასურველი მისამართი და შეკვეთას იმავე (18:00 საათამდე შეკვეთისას) ან მეორე (18:00 საათის შემდგომ შეკვეთისას) დღეს უფასოდ მოგიტანთ ადგილზე!

როგორ შევუკვეთო თბილისის გარეთ?

თბილისს გარეთ შეკვეთისას, ადგილზე მიტანა უფასოა 100 ლარს ზემოთ არსებულ შეკვეთებზე, რაც ავტომატურად დაანგარიშდება შეკვეთის გაფორმებისას. სხვა შემთხვევაში, ადგილზე მიტანის ღირებულება 7 ლარია და შეკვეთას მისამართზე ჩვენი პარტნიორი კომპანიის კურიერი მოგიტანს 1-3 სამუშაო დღეში. ამ შემთხვევაში, გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ, შეკვეთის განთავსებისას.ოდუქტი ან ნაკრები, დაამატე კალათაში და მარტივი პროცედურით შეძლებ შეკვეთის განთავსებას. გადახდა შეგიძლია როგორც ონლაინ, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით ჩაბარებისას. ადგილზე მიტანის პოლიტიკის გვერდი დაგეხმარება, გაეცნო უფასო მიტანის პირობებს და სხვა დეტალებს.

შემიძლია თუ არა პროდუქტის დაბრუნება ან გადაცვლა?

საპონერიაში დამთმობი პოლიტიკა გვაქვს დაბრუნების ან გადაცვლის მსურველთათვის, რადგან მომხმარებლების კმაყოფილება და ბედნიერება ჩვენთვის უპირველესი პრიორიტეტია. დეტალურ ინფორმაციას დაბრუნების და გაუქმების პოლიტიკის გვერდზე ნახავ.

როგორ დაგიკავშირდეთ კორპორატიული შეთავაზების/თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში?

ჩვენი ფერიების მთავარი საზრუნავი, ბედნიერების შექმნა და გაზიარებაა, მათ შორის, ერთმანეთისთვის ნაჩუქარი საჩუქრების სახით. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, კორპორატიულ საჩუქრებსა და თანამშრომლობაზე, ინდივიდუალური და პერსონალიზებული შეთავაზებები გაგიკეთოთ. საპონერიას ნაწარმი ხელნაკეთია, ამიტომ აქ შეუზღუდავია როგორც ღირებულება, არამედ ფერის, დიზაინის, სურნელისა და მახასიათებლების არჩევანი. დაგვიკავშირდი რომელიმე სოციალურ ქსელში, ან მოგვწერე ელექტრონულ ფოსტაზე: hello@saponeria.ge. მეტ საკონტაქტო ინფორმაციას კონტაქტის გვერდზე იპოვნი.

Scroll to Top