მაღაზია

როგორ ავირიდოთ სტრიები?

სტრიების პრევენცია და მათთან ბრძოლა , ძვირადღირებული კრემების გარდა, უამრავი ბუნებრივი ინგრედიენტით, მათ შორის ზეთებით, კარაქებით, ეთერზეთებითა და ექსტრაქტებითაა შესაძლებელი.

გაჩენის რისკის დროს მთავარია კანის დატენიანება და გამოკვება სასარგებლო მინერალებითა და ვიტამინებით. ამ მოკლე სტატიაში ასეთ ინგრედიენტებს და რეცეპტებს გაგაცნობთ.

სასარგებლო პროდუქტებში უკეთ გასარკვევად, აუცილებლად უნდა დავიწყოთ იმით, რომ ყველაზე მთავარი, კანის ელასტიურობის, სტრუქტურის და კოლაგენის დონის შენარჩუნებაა.

ეთერზეთებიდან ეფექტურია:

1. ლავანდის ეთერზეთი კანს ამშვიდებს და ჭრილობების სწრაფად შეხორცებაში ეხმარება. ასევე, კვლევებით არის დადასტურებული, რომ კოლაგენის და ახალი ქსოვილის წარმოქმნას უწყობს ხელს.

2. საკმევლის ეთერზეთი საუკუნეებია გამოიყენება, როგორც შეხორცების დამაჩქარებელი და კანის სამკურნალო საშუალება. მისი მოლეკულები ადვილად აღწევს კანის უჯრედულ ბარიერებში, მასში შემავალი ფერულის მჟავა (ძლიერი ანტიოქსიდანტი) და ვიტამინები კანს უნარჩუნებს სირბილეს და სიჯანსაღეს.

3. ფორთოხლის ეთერზეთი ატონიზირებს კანს, ამცირებს უჯრედების სიმყიფეს

*ზრდის თეთრი კანის ფოტოსენსიტიურობას.

4. ნეროლის (ფორთოხლის ხის ყვავილის) ეთერზეთი ძლიერი ანტიოქსიდანტებით ამდიდრებს კანს, ხელს უწყობს რეგენერაციას და ნაიარევების შემცირებას.

5. პაჩულის ეთერზეთი ცნობილია მისი დადებითი ზეგავლენის გამო გუნება-განწყობაზე, მაგრამ ასევე, არაჩვეულებრივად აუფერულებს ნაიარევს და კანს შესახორცებაში ეხმარება. ასევე, ანტიოქსიდანტური თვისებებიც აქვს და კოლაგენის სინთეზსაც აუმჯობესებს.

6. ბროწეულის ეთერზეთი ბუნებრივი ანტიოქსიდანტური და ანტი-ანთებითი საშუალებაა, კანის შრეებს ელასტიურს ხდის და ეფექტურად ამცირებს წარმოქმნილ სტრიებს

როგორ გამოვიყენოთ?

ეთერზეთები, მოხმარებამდე, აუცილებლად უნდა გაზავდეს რაიმე ზეთში და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, დაიტანოთ კანზე, რომ არ მოხდეს კანის გაღიზიანება.

სასურველია, შესარევად გამოიყენოთ:

1. ქოქოსის ზეთი კანს ეხმარება ჭრილობების უფრო სწრაფად შეხორცებაში.

2. წურძნის წიპწის ზეთი

3. ზეითუნის ზეთი ატენიანებს კანს და ამდიდრებს ანტიოქსიდანტებით

4. ჟოჟობას ზეთი

5. ტკბილი ნუშის ზეთი მდიდარია A და E ვიტამინებით

განსაკუთრებით ეფექტურია:

· შიის კარაქი აფრიკაში, შიის ხის ნაყოფისგან (თხილისგან) კეთდება, შეიცავს დიდი რაოდენობით A ვიტამინს, აუმჯობესებს კანის სისხლის მიმოქცევას, ძალიან კარგად ატენიანებს და ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ასე რომ, სტრიების პრევენციისა და შემცირებისთვის, საუკეთესო საშუალებაა

· არგანის ზეთი ზრდის კანის ელასტიურობას და სირბილეს.

· ასკილის ზეთი ხელს უშლის ახალი სტრიების გაჩენას და გაჩენილის პროგრესირებას.

შეურიეთ 15-30 წვეთი ეთერზეთი 50 გრამ ზეთს და დაიმასაჟეთ კანის სასურველი ზონა.

გამოყენებამდე, აუცილებლად ჩაიტარეთ მგრძნობელობის ტესტი: კანის მცირე ნაწილზე წაისვით და თუ 24 საათის განმავლობაში რეაქცია არ განვითარდა, შემდეგ შეგიძლიათ, გამოიყენოთ.

გაითვალისწინეთ, რომ ციტრუსების ეზთერზეთები ზრდის ფოტოსენსიტიურობას (თეთრი კანის მგრძნობელობას მზის სხივების მიმართ) და ზრდის დამწვრობის რისკს.

უკვე გაჩენილი სტრიებისთვის:

1. ალოე ვერა

ალოე ვერას მცენარის შიგთავსი კანის არაჩვეულებრივი დამრბილებელია და თან ჭრილობების შეხორცებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს, ეს კი მას სტრიების შემცირების კარგ პროდუქტად აქცევს.

მოხმარების წესი:

უბრალოდ შეიზილეთ ალეოეს ფოთლის შიგთავსი, ან ალოეს გელი სტრიებიან ადგილზე, ყოველდღე, შხაპის შემდეგ.

2. A ვიტამინი

A ვიტამინი რეტინოიდია, კანს აახალგაზრდავებს და უფრო გლუვს და ხდის. ამ თვისების გამო ის ფართოდ გამოიყენება სხეულის მოვლის საშალებებში.

ტოპიკალურ (გარეგანად) მოხმარებასთან ერთად, სასურველია, ამ ვიტამინის შინაგანად მიღებაც გარკვეული პროდუქტების, მაგალითად: სტაფილოს ან ტკბილი კარტოფილის სახით.

სტრიების პრევენციაში რეტიდოიდების გამოყენების ეფექტურობა მრავალი კვლევითაა დადასტურებული.

3. შაქარი

შაქრით კანის დამუშავება ასე ვთქვათ, მიკროდერმაბზარიის შინაურული ვარიანტია.

მიკროდერმაბრაზიის პროცედურას აუცილებლად დერმატოლოგი ატარებს, თუმცა, სახლის პირობებში, მსგავსი ეფექტისთვის, შეგიძლიათ, ეს მეთოდი სცადოთ:

· შეურიეთ ¼ ჭიქა შაქარს, რაიმე დამარბილებელი საშუალება, მაგალითად, ტკბილი ნუშის ან ქოქოსის ზეთი, მოურიეთ და მიიყვანეთ სველი ქვიშის კონსისტენციამდე.

· დაამატეთ ლიმონის წვენი

· ფრთხილად შეიზილეთ და დაიმუშავეთ სტრიებიანი ადგილები.

· პროცედურა გაიმორეთ კვირაში რამდენჯერმე, შხაპის ქვეშ, არანაკლებ 8-10 წუთის განმავლობაში.

4. ჰიალურონის მჟავა

კოლაგენი კანის სტრუქტურის შენარჩუნებისთვის უმნიშვნელოვანესი ცილაა, თუმცა მისი წარმოების დონე, ასაკთან ერთად იკლებს და კანიც უფრო ადვილად ზიანდება.

ჰიალურონის მჟავა კოლაგენის სინთეზს ასტიმულირებს და კანს უფრო ჯანსაღს ხდის.

5. ქოქოსის ზეთი

ეს უნივერსალური ზეთი კანს ეხმარება ჭრილობების უფრო სწრაფად შეხორცებაში. თუ ქოქოსზე ალერგიული არ ხართ, თამამად შეგიძლიძლიათ, ქოქოსის ზეთი სტრიებთან საბრძოლველად გამოიყენოთ.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Scroll to Top