მაღაზია

რატომ ჩნდება სტრიები?

სტრიები საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, განსაკუთრებით, ორსულებსა და მოზარდებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხაზები შემაწუხებელია, ისინი რაიმე სერიოზულ სამედიცინო პრობლემას არ იწვევენ.

ძირითადად, სტრიები დროთა განმავლობაში, თავისით, მნიშვნელოვნად უფერულდება, თუმცა, ყველას უნდა, ვიზუალურად მათი რაც შეიძება სწრაფად შემცირება.

ნაწიბურების მსგავსად, მათგან სრულიად გათავისუფლება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, გაჩენის თავიდან აცილება, ან მინიმუმამდე დაყვანა სრულიად შესაძლებელია, ისევე როგორც, უკვე გაჩენილის ვიზუალურად შემცირება.

რა არის სტრიები?

სტრიები ჩნდება მაშინ, როდესაც კანის შუა ფენა, ანუ, დერმა, ზედმეტად იწელება, კანის სტრუქტურა ირღვევა და სკდება. ეს ნახეთქები კი კანზე ჩანს, როგორც სტრიები.

კანის ასეთი დაზიანება, ძირითადად, შემდეგ შემთხვევევებში ხდება:

· ორსულობის დროს (90%);

· მოზარდობის ასაკში, სწრაფი ზდრის შედეგად;

· წონის საგრძნობლად მომატების ან კლების შემდეგ.

სტრიები ასევე შეიძლება გაჩნდეს სტეროიდული ჰორმონების მაღალი დონის დროს, რომელიც გამოწვეულია: გარკვეული მედიკამენტებით (კორტიკოსტეროიდები…) და დაავადებებით (კუშინგის სინდრომი, მარფანის სინდრომი…).

თავდაპირველად, კანი ვარდისფერდება, ჩნდება ოდნავ ამობურცული, მოვარდისფრო-მოიასამნისფრო ნახეთქები, დროთა განმავლობაში კი, ფერს იცვლის, მოთეთრო-მოვერცხლისფრო, უფრო პრიალა ხდება და ბრტყელდება.

ქალები ბევრად უფრო მიდრეკილნი არიან სტრიების გაჩენისკენ, ვიდრე მამაკაცები.

პრობლემური არეები:

· მკერდი

· ბარძაყები

· თეზოები

· დუნდულოები

· მუცელი

· მხრები

შინაგანი ფაქტორები:

სტრიების გაჩენას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორგანიზმის გამოფიტვა ვიტამინებისა და მინერალებისგან, ამიტომ, აუცილებელია სწორი და მრავალფეროვანი კვება.

კანის ელასტიურობის მთავარი განმაპირობებელი ცილა კოლაგენია. ყველაფერი, რაც კოლაგენის სინთეზს ხელს უშლის, მათ შორის თამბაქოს მოწევა, სტრიების გაჩენას უწყობს ხელს.

პრევენცია:

· კანის დარბილება და დატენიანება;

· კოლაგენის სინთეზის ხელშეწყობა;

· ჯანმრთელი წონის შენარჩუნება;

· მკაცრი დიეტებისგან თავის შეკავება;

· ბალანსირებული კვება, (A და C ვიტამინების, ცინკისა და სხვა მინერალების მიღება);

· ორსულბის დროს წონის ნელ-ნელა მომატება;

· საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Scroll to Top