მაღაზია

საოცარი ჩაის ხის ეთერზეთი

საოცარი ჩაის ხის ეთერზეთი_ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანტიფუნგალური საშუალება.

ახლანდელ ეპოქაში, ყველა ვცდილობთ, ნელნელა დავუბრუნდეთ ბუნებრივს და ორგანულს, და ეს არამარტო საკვებს, არამედ, კოსმეტიკას და კანის მოვლის საშალებებსაც ეხება. ერთერთი ასეთი პოპულარული პროდუქტი ჩაის ხის ეთერზეთია.

ჩაის ხის, ანუ მელალეუკას წარმოშობის ადგილად, ავსტრალიის ჭაობიანი სანაპირო ზოლი ითვლება და სახელგანთქმულია, როგორც კანის პრობლემების (აკნე, სოკო …) ნატუროპათიული სამკურნალო საშუალება. მისი ბუნებრივი ანტიბაქტერიული და ანტიფუნგალური თვისებების გამო, მისი ეთერზეთი მთელ მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება, როგორც ფარმაცევტულ და ქარხნულ პროდუქტებში, ასევე შინაურულ მალამოებში.

მიუხედავად იმისა, რომ ექიმები პირდაპირ ჩაის ხის ეთერზეთს იშვიათად ნიშნავენ, მათ კარგად იციან ამ ზეთის განუმეორებელი თვისებების შესახებ და მისი დერმატოლოგიური ეფეტურობაც საუკუნეებითაა დადასტურებული.

რისთვის გამოიყენება ჩაის ხის ეთერზეთი?

აკნე

შეიძლება, თავადაც შეგიმჩნევიათ, რომ სახის უამრავ გამწმენდ საშუალებაზე, მთავარ ინგრედიენტად, ჩაის ხის ეთერზეთია მოხსენიებული. თერაპევტული კვლევების მიხედვით, ამ ზეთის შემადგენელი კომპონენტები ებრძვნიან აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს, ისე, რომ კანის ბუნებრივ ფლორას არ აზიანებენ. ანუ, ის ეხმარება კანის ბუნებრივ ფუნქციას, ებრძოლოს არასასურველ მიკრობებს. განსაკუთრებით მათთვის, ვინც სილამაზის და ჯანმრთელობის შენარჩუნების ბუნებრივ მეთოდებს არჩევს, ჩაის ხის ეთერზეთი, აკნეს სამკურნალოდ, უსაფრთხო და ეფექტური საშაუალებაა.

ანთება

კანში მიმდინარე მსუბუქი ანთებითი რეაქციების დროს, ჩაის ხის ეთერზეთს პროცესის და სიწითლის ჩაცხრობა შეუძლია. როგორც ჰისტამინით გამოწვეული (ფუტკრის ნაკბენი, ალერგიული რეაქცია), ასევე ზოგადად ანთების და ედემის (ქსოვილში სითხის შეკავების) დროსაც ეფექტურია, რაც განსაკუთრებით ორსულებშია ხშირი.

სოკოვანი ინფექციები

ჩაის ხის ეთერზეთი ეფექტურია კანდიდას წინააღმდეგაც. ეს არის სოკო, რომლის ზრდა და გავრცელება სოკოვან ინფექციას _ კანდიდოზს იწვევს: პირში, ნაწლავებსა და სასქესო ორგანოებში. ჩაის ხის ეთერზეთის დალევა არ არის რეკომენდირებული, თუმცა, ვაგინალური ინფექციის დროს, გარეგანად მოხმარებისას, ალოე ვერას და ჩაის ხის ეთერზეთის მალამო საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა.

ქერტლი

ბევრ ადამიანს გონია, რომ ქერტლი თავის კანის სიმშრალის გამო ჩნდება და მხოლოდ ქავილს იწვევს, თუმცა, ქერტლი სკალპის სოკოვანი ინფექციაა და მიკროორგანიზმების დისბალანსის გამო ვითარდება. ჩაის ხის ეთერზეთს ეფექტურად შეუძლია ასეთ მსუბუქ ინფექციასთან გამკლავება და ქერტლის მრავალი ფორმისგან თქვენი გათავისუფლება.

ფეხის და ფრჩხილის სოკო

ამ პრობლემის გამომწვევი, ძირითადად, ტრიქოფიტონის სოკოა, თავს ხელსაყრელ გარემოში (ნესტიანი გარემო, სველი ფეხსაცმელი) იჩენს და მკვდარი უჯრედებით იკვებება. ჩაის ხის ეთერზეთით და ჰიგიენის დაცვით, ამ პრობლემის მოგვარებაც შეგიძლიათ. უბრალოდ, გამოიყენეთ ის ფეხის აბაზანების, მასაჟის ზეთის ან მალამოს სახით.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Scroll to Top