მაღაზია

ყველაფერი ქოქოსის ზეთზე

ქოქოსის ზეთი ქოქოსის ნაყოფისგან, ცივი დაწურვის მეთოდით მიიღება.

ოთახის ტემპერატურაზე, ძირითადად, მყარია, თუმცა, საკმაოდ ადვილად ლღვება, ამიტომ, თბილ ტემპერატურაზე და ზაფხულში, თხევად მდგომარეობაში გვხვდება.

ქოქოსის ზეთს უამრავი გამოყენება და სარგებლობა აქვს, საჭმლის მოსამზადებით დაწყებული, კანის და თმის მოვლით დამთავრებული:

ქოქოსის ზეთი კლავს მავნე მიკროორგანიზმებს

თავისი ცხიმოვანი მჟავების შემცველობის გამო, ქოქოსის ზეთს ანტიმიკრობული თვისება აქვს და ეფექტურად აგვარებს კანის სხვადასხვა პრობლემას: აკნე, ცელულიტი, ფოლიკულიტი და სხვა ბაქტერიული თუ სოკოვანი ინფექციები.

კანზე მისი წასმით მნიშვნელოვნად შეამცირებთ ამ მიკროორგანიზმების ზრდას და გამრავლებას.

ეფექტურობა ბაქტერიების სხვადასხვა შტამზე, სამედიცინო კვლევებითაა დადასტურებული.

ქოქოსის ზეთი ამცირებს ანთებით პროცესს

კანის ბევრი დაავადება (ფსორიაზი, კონტაქტური დერმატიტი, ეგზემა…) ქრონიკული ანთებით მიმდინარეობს. ქოქოსის ზეთში შემავალი ანტიოქსიდანტები ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს და შესაბამისად, ებრძვიან ანთებას. ამავე დროს, ქოქოსის ზეთი ანთებით გამოწვეულ ტკივილსაც ამცირებს.

ქოქოსის ზეთი ამცირებს აკნეს

მოსაზრება, თითქოს ქოქოსის ზეთი ფორებს ახშობს, მცდარია.

აკნე ანთებითი პროცესია და მისი სამკურნალო საშუალებები სწორედ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით ახდენს ეფექტს. ქოქოსის ზეთი კი, ანთებასთან ერთად, აკნეს გამომწვევ ბაქტერიებსაც და შესაბამისად, განვითარების შესაძლებლობასაც, საგრძნობლად ამცირებს.

ქოქოსის ზეთი ატენიანებს მშრალ კანს

ჯანსაღი ფლორის შენარჩუნების გარდა, ქოქოსის ზეთის კანზე წასმა, კანის ჰიდრატაციის კარგი საშუალებაა და ბევრად ეფექტურია მინერალურ ზეთთან შედარებით, რომელიც პეტროლეუმს შეიცავს.

ქოქოსის ზეთი კანს ჭრილობების სწრაფად შეხორცებაში ეხმარება

მაღალი ანტიოქსიდანტური შემცველობის გამო, ქოქოსის ზეთი უკეთ ახორცებს კანის დაზიანებებს. ასევე, ხელს უწყობს კოლაგენის და კანის სხვა ცილების სინთეზს, რაც მის სიჯანსაღეს უზრუნველყოფს.

ქოქოსის ზეთი თმისთვისაც არაჩვეულებრივია

მისი ცხიმოვანი მჟავების პროფილის გამო, სხვა ზეთებზე უკეთ შეიწოვება თმის ღერში და სასარგებლოა, როგორც დაზიანებული თმის გასაჯანსაღებლად, ასევე პრობლემების პრევენციისთვის, მნიშვნელოვნად ამცირებს ცილების დაკარგვას, გამოშრობას, მტვრევას და ბოლოების გაყოფას.

რომელი ტიპის ქოქოსის ზეთია უკეთესი?

ქოქოსის ზეთი ორი სახეობის არსებობს და მისი გამოწურვა მშრალი ან სველი მეთოდითაა შესაძლებელი.

მშრალად პროცესირებისას, ქოქოსის გადარჩეულ, გამომშრალ ნაყოფს სპეციალური დანადგარით პრესავენ და მისგან ზეთს წურავენ, შემდეგ კი მიღებულ ზეთს ასუფთავებენ. შედეგად რაფინირებული ზეთი მიიღება, რომელსაც სურნელი არ აქვს.

სველი პროცესირებისას, ქოქოსის რბილობს გამოუშრობლად წურავენ და არარაფინირებულ (virgin) ზეთს იღებენ. ასეთ ზეთს შერჩენილი აქვს ქოქოსის მსუბუქი სურნელი და სხვა ბუნებრივი კომპონენტები.

საკვების მომზადებისას, რაფინირებული ზეთის გამოყენებაა უმჯობესი, კანისთვის კი, არარაფინირებულის, რადგან, ცხიმის გარდა, მისი სხვა სასარგებლო ინგრედიენტებიც შემონახულია.

სიტყვა „ორგანული“, არარაფინირებული (virgin) ქოქოსის ზეთის აღსანიშნავად გამოიყენება და შეძენისას, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ეტიკეტს, რომ გაუგებრობა თავიდან აიცილოთ.

თუმცა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ თავის მოვლისთვის, რაფინირებული ზეთიც სრულიად მისაღებია.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Scroll to Top